ჟურნალისტებისთვის
საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია, როგორც მედიუმი, ერთმანეთთან აკავშირებს, მედიას, ბიზნესის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.
ასოციაციის საქმიანობა მიმართულია სოფლის მეურნეობის თემების მომზადებით დაინტერესებული ჟურნალისტებისათვის, აგროჟურნალისტიკაში უნარების გაძლიერების ხელშეწყობისკენ. დარგზე ორიენტირებული ჟურნალისტიკის შესახებ ცოდნის გასაღრმავებლად, ასოციაცია ორგანიზებას გაუწევს მედია სფეროში მოქმედი ჟურნალისტებისა და კომუნიკაციის სფეროს წარმომადგენლებისათვის სხვადასხვა სახის სემინარს, ტრეინინგს, სამუშაო შეხვედრასა და სასწავლო ტურს.
გარდა სასწავლო კომპონენტისა, ასოციაცია, როგორც მედიუმი, მხარს დაუჭერს, გადამზადებული აგროჟურნალისტების სხვადასხვა პროექტსა და პროგრამაში ჩართულობასა და მონაწილეობას.
ასოციაციაში გაერთიანებული აგროჟურნალისტები მონაწილეობას მიიღებენ:
• სამთავრობო, არასამთავრობო თუ ბიზნეს კომპანიებთან ერთად ორგანიზებულ მედია ტურებში;
• საინფორმაციო კამპანიებში;
• ადგილობრივ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში, გამოფენებში, კონგრესებსა თუ ფესტივალებში.
ამასთან ერთად, ასოციაციის წევრ ჟურნალისტებს, საშუალება ექნებათ, საკუთარი ინიციატივები და საპროექტო იდეები შეთავაზონ ასოციაციას და ერთობლივი რესურსებით განახორციელონ.