ხშირად დასმული კითხვები


-    ვის შეუძლია "საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციაში" გაწევრიანება?

•  „საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია“ (AGAJ) არის ჟურნალისტთა პროფესიული გაერთიანება, რომლის წევრები ქმნიან და ავრცელებენ სასოფლო-სამეურნეო სფეროსა და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. თუ ხარ ჟურნალისტი და საქმიანობ ამ მიმართულებით, შემოგვიერთდი.

 

 

- როგორ გავხდე "საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის" წევრი?

•    "საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციაში" გაწევრიანება შეგიძლიათ ელექტრონული ფორმით. 
რეგისტრაცია ღილაკზე დაკლიკებით თქვენ გადახვალთ სარეგისტრაციო ფორმაზე. საინფორმაციო ველებში შევსებული მონაცემები შემოვა ჩვენს ბაზაში, რის შემდეგაც თქვენი წევრობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე - ჩვენი წევრები.


•    "საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციაში" გასაწევრიანებლად შეგიძლიათ მოგვწეროთ ელფოსტაზე - info@agaj.ge ან დაგვიკავშირდეთ, ტელ.: 0322 35 08 70.

 

 

-    რა სარგებელს მომიტანს  "საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციაში" გაწევრიანება?


სარგებელი წევრებისთვის:

• დროული ინფორმირება;
• ტრენინგები კონკრეტული მოდულების შესაბამისად;
• აგროკონსულტაცია;
• საჯარო დისკუსიებში ჩართულობა;
• ასოციაციის წლიური სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულობა;
• კონკურსებსა და სასწავლო ვიზიტებში მონაწილეობა;
• სხვადასხვა სექტორთან, მათ შორის, კერძო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციაში მხარდაჭერა;
• ექსპერტების, რესპონდენტების ბაზაზე ხელმისაწვდომობა.