ვინ ვართ ჩვენ?
საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია (AGAJ) არის ჟურნალისტთა პროფესიული გაერთიანება, რომელთა წევრები ქმნიან და ავრცელებენ სასოფლო-სამეურნეო სფეროსა და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ასოციაციის მიზანია აგროჟურნალისტიკის დარგის განვითარების მხარდაჭერა მედიის მდგრადობისა და ჟურნალისტთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობით, რომელიც, საბოლოო ჯამში, ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სექტორის მოთამაშეთა უკეთ ინფორმირებასა და განათლებას უკავშირდება. AGAJ დაარსდა 2017 წელს. ასოციაციის პარტნიორია აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია (IFAJ).
ამოცანები:
• აგრომიმართულებით მომუშავე ჟურნალისტთა პროფესიული უნარების განვითარებისა და განათლების ხელშეწყობა;
• კვლევაზე ორიენტირებული, სიღრმისეული და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების ახალი ამბების წარმოების მხარდაჭერა სხვადასხვა მედიასაშუალებაში: ონლაინ, ბეჭდურ და სამაუწყებლო მედიაში;
• აგროჟურნალისტთა პროფესიული უნარების განვითარების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება / ხელშეწყობა ტრენინგ-სემინარებითა და სხვა ინსტრუმენტებით;
• პროფესიული მოვალეობის შესრულებისას აგროჟურნალისტის უფლებების დაცვა/მხარდაჭერა;
• ორგანიზაციის წევრთა მაღალპროფესიული სტანდარტების მიღწევა-განვითარებაზე ორიენტირებული სქემების ხელშეწყობით;
• სოფლის მეურნეობის დარგების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, გადამუშავების და გავრცელების ხელშეწყობა;
• ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების განვითარება;
• პროფესიული კონტაქტების დამყარებაში მხარდაჭერა;
• ადგილობრივი და საერთაშორისო დონის აქტივობებში აგროჟურნალისტთა ჩართულობის უზრუნველყოფა.
სარგებელი წევრებისთვის:
• დროული ინფორმირება;
• ტრენინგები კონკრეტული მოდულების შესაბამისად;
• აგროკონსულტაცია;
• საჯარო დისკუსიებში ჩართულობა;
• ასოციაციის წლიური სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულობა;
• კონკურსებსა და სასწავლო ვიზიტებში მონაწილეობა;
• სხვადასხვა სექტორთან, მათ შორის, კერძო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციაში მხარდაჭერა;
• ექსპერტების, რესპონდენტების ბაზაზე ხელმისაწვდომობა.