IFAJ-ის პრეს-ტური აგრარული ჟურნალისტებისთვის ბრაზილიაში
2026 წლის 15-20 მარტს IFAJ- ის ორგანიზებით ბრაზილიაში წევრი აგროჟურნალისტებისთვის სპეციალური შეხვედრა - პრეს-ტური ტარდება.
ღონისძიება აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აგრარულ ჟურნალისტებს და მედიის წარმომადგენლებს. პრეს-ტურში მონაწილეობს IFAJ- ის პარტნიორი - საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენელიც.
აღნიშნული ტური გახლავთ სასწავლო/საკვლევი ტური, რომელიც ორგანიზებულია ბრაზილიური აგროჟურნალისტების ქსელის Rede Agrojor მიერ.
პროგრამა მოიცავს:
აგრობიზნესის ლიდერების პრეზენტაციებს;
IFAJ-ის აღმასრულებელ კომიტეტთნ შეხვედრას;
ფერმებისა და აგროინდუსტრიის ობიექტების მონახულებას;
მეცნიერებისა და კვლევითი ცენტრების გაცნობას;
ქსელურ შეხვედრებს (networking) ჟურნალისტებს შორის.
ტურის ფარგლებში ჟურნალისტები ეწვევიან: სოიოსა და მარცვლეულის ფერმებს; საქონლისა და ფრინველის მეურნეობებს; ყავის პლანტაციებს; შაქრის ლერწმის ტექნოლოგიურ ცენტრებს; ციტრუსის (ფორთოხლის) პლანტაციებს; ყვავილების მეურნეობებს; სოფლის მეურნეობის კვლევით ინსტიტუტებს და უნივერსიტეტებს.
ღონისძიების მონაწილეები გაეცნობიან ბრაზილიის სოფლის მეურნეობას, შეხვდებიან ექსპერტებს და შემდეგ ამ თემებზე მოამზადებენ სტატიებსა და რეპორტაჟებს.