კონგრესი აგროჟურნალისტებისთვის - IFAJ-ის წევრები კენიაში 2025

IFAJ-ის წლის მთავარი ღონისძიება - კონგრესი აგროჟურნალისტებისთვის კენიაში 2025 წლის 14-18 ოქტომბერს გაიმართა. ღონისძიებაში მსოფლიოს მასშტაბით 200-მდე აგროჟურნალისტმა და მედია ორგანიზაციის წარმომადგენელმა, აგრობიზნესის ლიდერმა და სოფლის მეურნეობის ექსპერტმა, მთავრობის არმომადგენლებმა და ფერმერებმა მიიღეს მონაწილეობა. 

კონგრესს ესწრებოდა IFAJ- ის პარტნიორი - საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენელიც. 

საერთაშორისო შეხვედრაზე, სადაც ჟურნალისტები და აგროექსპერტები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას და შემდეგ ამ ინფორმაციას მთელ მსოფლიოში ავრცელებენ, განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა;  საკვების უსაფრთხოება და კვება; აგრარული ტექნოლოგიები და ინოვაცია; აგრობიზნესის განვითარება და ექსპორტი; ქალებისა და ახალგაზრდების როლი სოფლის მეურნეობაში; მდგრადი ფერმერული პრაქტიკები...

ღონისძიება კონფერენციის პარალელურად მოიცავდა მონაწილეთა სტუმრობას ფერმებსა და აგროკომპანიებში, მასპინძელი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორის გაცნობას, სტატიებისა და რეპორტაჟების მომზადებას მსოფლიოს მასშტაბით. 

კონგრესის მიზანია სოფლის მეურნეობის შესახებ ცოდნის გაზიარება; ჟურნალისტებს შორის საერთაშორისო კავშირების გაძლიერება; სხვადასხვა ქვეყნის აგრარული გამოცდილების გაცნობა; ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმოხილვა სოფლის მეურნეობაში.