შესაძლებლობა AGAJ-ის წევრებისთვის - კონკურსი მეთესლეობის მსოფლიო კონგრესზე დასასწრებად
აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია IFAJ და თესლის მწარმოებელთა საერთაშორისო ფედერაცია ISF აცხადებს აგროჟურნალისტთა კონკურსს მეთესლეობის მსოფლიო კონგრესზე დასასწრებად, რომელიც გაიმართება ლისაბონში (პორტუგალია) 18-20 მაისს. 2024 წელს აღნიშნულ კონგრესზე მონაწილეობისთვის შეარჩიეს AGAJ-ის წევრი, ფირუზ ბოლქვაძე, რომელიც ოპერატორთან ერთად იმყოფებოდა როტერდამში (ნიდერლანდები).
ISF დააფინანსებს 15-მდე IFAJ წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი ჟურნალისტის მონაწილეობას (მოგზაურობა, საცხოვრებელი, რეგისტრაცია სრულად დაფარული).
აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
• ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული 3 ნამუშევარი;
• რედაქტორის წერილი ან დაკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• კონგრესის შესახებ შესაძლო სიუჟეტების ან პუბლიკაციების იდეეები.
ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 12 მარტი, 2026
შერჩევა განხორციელდება IFAJ-ისა და ISF-ის მიერ.
განაცხადის ფორმა: ifaj.fillout.com
დამატებითი ინფორმაციისთვი მოგვწერეთ: info@agaj.ge ან დარეკეთ 568100190