რით ეხმარება “აწარმოე საქართველოში” მეწარმეებს - პოსტი V
დემეტრე ერგემლიძე
2015 წელს პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ბიზნეს იდეების დაფინანსების პროექტი გამოაცხადა და განაცხადები სრულიად საქართველოს მასშტაბით მიიღო. ასეულობით მცირე ბიზნესის მსურველმა ან უკვე გამოცდილმა მწარმოებელმა, ბიზნესის წარმოების მასშტაბის გაფართოებისთვის განაცხადი შეიტანა და 5-დან 15 000 ლარამდე დაფინანსება მიიღო. დღეს ეს თანხა 30 000 ლარამდეა გაზრდილი, მოიცავს გადამუშავების, შემფუთველ, შენობა ნაგებობებისა და მარკეტინგული მიმართულებებით ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას.
2015 წელს გამოცხადებული კონკურსის ერთ-ერთი პირველი მონაწილე დაკა ბერძენიშვილი იყო, რომელიც საკონკურსო წლისთვის ჩირის ნაწარმის გაკეთებას აპირებდა და სწორედ ამ დროს საშუალება მიეცა გამოცხადებულ კონკურსში მიეღო მონაწილეობა. მიკრო მეწარმისთვის ეს პროექტი ხელსაყრელი იყო, რადგან ბიზნესის სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმა გამარჯვებული პროექტით უფრო თავდაჯერებული იქნებოდა.
თანადაფინანსების პროგრამა 90% დაფინანსებას გულისხმობდა, 10% დაკას თავად უნდა დაემატებინა. Ოჯახის წევრებისა და მეგობრების დახმარებით, დაკას ჩირის კარადაში პირველად კივი და მანდარინი გაშრა. Მას შემდეგ ბერძენიშვილი თავის ოჯახთან და პარტნიორად ქცეულ მეზობლებთან ერთად ჩირს, ცუკატებს, ჯანჯუხებსა და თხილეულს აშრობს, ერთ კალათად კრავს და ტურისრულ ზონებში ათავსებს.
დაკა ბერძენიშვილისთვის გამოწვევა არა საკუთარი ბიზნესის აწყობა და წარმოება, არამედ მის გარშემო მცხოვრები ადამიანების, მუნიციპალური და რეგიონული განვითარება გახდა. Ხიდისთავში მცხოვრები მეწარმე ქალისთვის, როგორც ინტერვიუში მითხრა, მნიშვნელოვანია მეზობლები და პარტნიორები იყვნენ საქმეში მოტივირებულები, რეალიზებული და მორგებული საკუთარი წარმოების სტანდარტს. დაკასთვის მნიშვნელოვანია, კოლაბორაციაში მყოფი სურსათის მწარმოებლები იყვნენ მზად ჰიგიენის და კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
“სკიჯის სახლი” ყოველ სეზონზე ათეულობით სტუმარს მასპინძლობს და ხიდისთავში ცხოვრება უფრო აქტიურ სასიცოცხლო განზომილებაში გადაჰყავს.
“აწარმოე საქართველოს” დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე მეუბნება, რომ პროგრამა ყოველწლიურად ასეულობით ასეთ ბიზნესს ეხმარება. Მხოლოდ გასულ წელს თანადაფინანსების კომპონენტით 1 300-მა მიკრო მეწარმემ ისარგებლა, მათ გააფართოვეს უკვე არსებული ბიზნესი ან წამოიწყეს ახალი საქმე. გასულ წელს მსგავსი პროექტების 50% ქალების მიერ იყო შედგენილი. ეს სახელმწიფო პრიორიტეტია. Ისევე როგორც სოფლად და მაღალმთიან დასახლებებში ბიზნესის წამოწყება, ასევე შშმ პირებისა და სოციალურად დაუცველი პირების მიერ ბიზნესის წარმოება.
განაცხადების მიღება წელიწადში ერთხელ, ამჯერად მარტში გამოცხადდება.
აწარმოე საქართველოში (enterprisegeorgia.gov.ge)
Მსურველს რამდენიმე კვირიანი ვადა ექნება იდეის წარსადგენად, რომელიც 500 სიტყვამდე მოცულობის ტექსტს და აღწერას უნდა მოიცავდეს, სადაც ზოგადად იქნება წარმოდგენილი იდეის შინაარსი და მისი მნიშვნელობა ბიზნესისათვის. მეწარმე პასუხს დაინტერესების შემთხვევაში მალევე მიიიღებს, რაც იმის გარანტიაა, რომ მომდევნო ტურში, იდეისთვის ხორცშესხმა ჯერ გეგმის ფორმატში, ხოლო მომდევნო ტურში რეალურად განხორციელდება. "აწარმოე საქართველოში" პროგრამის კონსულტანტებთან ერთად მეწარმეები ბიზნეს იდეის განვითარებას, ბიუჯეტირებას, ფინანსური განვითარების გეგმის განსაზღვრას და საჭირო კონტაქტების მოძიებისთვის საჭირო სვლებს ისწავლიან.
დღემდე ამ ფუნქციას ადგილობრივი ორგანიზაციები ითავსებდნენ. Წელს კი პირველად სახელმწიფო პრიორიტეტის ფარგლებში სააგენტო საკონსულტაციო საინფორმაციო ცენტრების ქსელს შექმნის, სადაც “აწარმოე საქართველოში” პროექტის შესახებ მსურველ და არსებულ მოსარგებლებს სპეციალიზებული კონსულტანტები დაეხმარებიან. Სააგენტო დაეხმარება მათ საექსპორტო პროდუქციის მომხმარებელთან წარდგენაში, საერთაშორისო გამოფენებზე თუ ონლაინ სავაჭრო გვერდის საშუალებით, რომელიც ბენეფიციარებისთვის და საექსპორტო პროდუქტის მწარმოებლებისთვის არის შექმნილი, მომხმარებელსა და მწარმოებელს შორის საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლისა და პროდუქტის დათვალიერების, შეფასების საშუალებას იძლევა.
Trade with georgia
დაკა თავის მეზობლებს დღემდე ეხმარება “აწარმოე საქართველოში” პროგრამისთვის ბიზნეს იდეების წარდგენის საკითხებში. Მას უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა იმ ადამიანებთან მუშაობით, ვისაც მცირე ბიზნესის წამოწყება უნდა. ინტერვიუში მითხრა. Რომ, სოფლად ხალხის სამეწარმეო უნარების განვითარების დონე მაღალი არაა, თუმცა მათ შეუძლიათ მაღალი ხარისხის პროდუქტი აწარმოონ, შექმნან დოვლათი და წარუდგინონ მყიდველს, თუმცა რიგ ტექნიკურ საკითხებში გათვიცნობიერების სიმცირის გამო, ისინი ვერ მიდიან ბიზნესის წარმოების სასურველ სახემდე. რათა დაფინანსება შესაბამისად მიიღონ და მდგრადი ბიზნესები შექმნან. ადგილობრივი საკონსულტაციო ცენტრების მნიშვნელობას დაკაც აღნიშნავს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ დრო და შეხვედრა ნიჭიერ პოტენციურ მეწარმეებთან, მათი აღმოჩენა. სწორ გზაზე დაყენება და წარმოების საერთო სტანდარტზე, განათლების მიცემა საჭირო და სასურველია. ადგილობრივი ახალგაზრდების შესაძლებლობები ჯერ ისევ შეუსწავლელი და სწორად დანახული არაა. დაკა მარწმუნებს, რომ რესურსი არსებობს, როგორც ადამიანური, ისე ინტელექტუალური, დროისა და შვიდ წელიწადში დაგროვილი გამოცდილების, თუმცა მას სწორი ფორმატირება და ახალი თაობის მეწარმემდე მიტანა სჭირდება. ამისათვის კი სახელმწიფო პროექტმა დამატებით ძალისხმევა უნდა გამოიყენოს.