AGAJ-ის წარმომადგენლები - "Agromek 2022"-ზე

საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს დანიაში, ქალაქ ჰერნინგში ჩრდილოეთ ევროპის უდიდეს საერთაშორისო აგროტექნიკურ გამოფენაზე "Agromek 2022".

გამოფენა ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, რომელსაც აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან შერჩეული ჟურნალისტები აშუქებენ.

წელს გამოფენას ჩვენი ქვეყნიდან, საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის მხარდაჭერით და აგროჟურნალისთა მსოფლიო ფედერაციის IFAJ დაფინანსებით, აჭარის ტელევიზიის გადაცემის "მთავარი ეკონომიკაში" გადამღები ჯგუფი დაესწრო.

IFAJ უკვე 4 წელია ჩვენი ასოციაციის პარტნიორია. მისი მხარდაჭერით არაერთხელ დაფინანსდა ქართველი ჟურნალისტებისთვის სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის, სასწავლო ტური, მასტერკლასი, კონკურსი და სხვ.


აჭარის ტელევიზიის მიერ გამოფენის შესახებ მომზადებული მასალის ლინკი