AGAJ-ის თურქეთის პრესტურში მონაწილეობა
თურქეთის აგროჟურნალისტთა გილდიის მიწვევით საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლები ანტალიაში პრესტურში მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა 16 ქვეყნის 23 აგროჟურნალისტი და კომუნიკატორი. თურქეთის გილდიის ორგანიზებით პრესტურის წევრები გაეცნენ თურქეთის სამეცნიერო მიღწევებს ტექნოლოგიებს და სიახლეებს აგრარულ სექტორში.
ჟურნალისტები ეწვივნენ საერთაშორისო ყოველწლიურ გამოფენას "Growtech"-ს, სადაც მსოფლიოში წამყვანმა კომპანიებმა წარმოადგინეს სასათბურე ტექნოლოგიები, აღჭურვა, ინვენტარი, ირიგაციის თანამედროვე სისტემები, სათესლე და სანერგე მასალები, ორგანული მეურნეობების მიღწევები, მცენარისა და ცხოველის კვების ტექნოლოგიები, აგრარული ტექნიკა და მეცხოველეობის აღჭურვა და ინვენტარი.
საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია მადლობას უხდის თურქ კოლეგებს საინტერესო პრესსტურში მიწვევისთვის.