კონკურსი „Covid 19 და ახალი გამოწვევები სოფლის მეურნეობაში“ გამარჯვებულების დაჯილდოება
გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები და ფულადი პრიზები. საკონკურსო ნამუშევრები შეარჩია სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ადამიანებმა, ჟურნალისტებმა მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებით.
ჟიურის შეფასებების მიხედვით კონკურსში გამოვლინდა 3 გამარჯვებული:
I ადგილი - ნინო კაპანაძე, გამომცემლობა "ჩემი ხარაგაული“ - „ათი ძროხის პატრონი საწველ აპარატს თავად იყიდის“
II ადგილი - თამარ პატატიშვილი, გადაცემა ფერმა - ეკომიგრანტი ქალი, რომელმაც მარნეულში პირველი სასათბურე მეურნეობა შექმნა
III ადგილი - მარინა ჩიხლაძე, გურია ნიუსი - არამიზნობრივი განვითარებიდან კოვიდ 19-ის გამოწვევამდე: „ერთ მზიან დღეს მაინც ნუ წაგვართმევთ“
საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციამ დაასახელა თავისი რჩეული - ქეთევან მღებრიშვილის სტატია - Фермеры против пандемии, რომელის გამოქვეყნებულია გაზეთში "Комсомольская правда в Грузии" 2021 წლის 14 მაისს.
საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია მადლობას უხდის კონკურსში მონაწილე ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს და წარმატებებს უსურვებს მათ.
შეგახსენებთ, კონკურსის მიზანი გახლდათ ქართულ მედია სივრცეში სოფლის მეურნეობის თემატიკის სწორი გაშუქების ხელშეწყობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ნებისმიერ მოქმედ ჟურნალისტს.