კონკურსის „Covid 19 და ახალი გამოწვევები სოფლის მეურნეობაში“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ჟურნალისტებისთვის გამოცხადებული კონკურსის „Covid 19 და ახალი გამოწვევები სოფლის მეურნეობაში“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

საკონკურსო ნამუშევრები შეარჩია სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ადამიანებმა, ჟურნალისტებმა მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებით.

ჟიურის წევრები გახლდათ:
დალი ფრიდონაშვილი - ჟურნალისტი, აგრომეწარმე
თიკა დუღაშვილი - ჟურნალისტი, აგროკონსულტანტი
ნათია ახალაშვილი - ჟურნალისტი, აგრომეწარმე

ჟიურის შეფასებების მიხედვით კონკურსში გამოვლინდა 3 გამარჯვებული:

I  ადგილი - ნინო კაპანაძე,
გამომცემლობა „ჩემი ხარაგაული“ - „ათი ძროხის პატრონი საწველ აპარატს თავად იყიდის“
http://chemikharagauli.com/?p=51629#.YNv9negzZPY

II ადგილი - თამარ პატატიშვილი, გადაცემა ფერმა - ეკომიგრანტი ქალი, რომელმაც მარნეულში პირველი სასათბურე მეურნეობა შექმნა
https://1tv.ge/.../artishoki-ekomigranti-qali-romelmac.../

III ადგილი - მარინა ჩიხლაძე, გურია ნიუსი - არამიზნობრივი განვითარებიდან კოვიდ 19-ის გამოწვევამდე: „ერთ მზიან დღეს მაინც ნუ წაგვართმევთ“
https://gurianews.com/?p=785910

საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციამ დაასახელა თავისი რჩეული - ქეთევან მღებრიშვილის სტატია - Фермеры против пандемии, რომელის გამოქვეყნებულია  გაზეთში "Комсомольская правда в Грузии" 2021 წლის 14 მაისს.

ვულოცავთ კონკურსანტებს გამარჯვებას, მათ გადაეცამათ სერტიფიკატები და ფულადი პრიზები.

საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია მადლობას უხდის კონკურსში მონაწილე ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს და წარმატებებს უსურვებს მათ.
დაჯილდოების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ გამარჯვებულებს.