კონკურსის „Covid 19 და ახალი გამოწვევები სოფლის მეურნეობაში“ ჟიურის წევრები საკონკურსო მასალების შერჩევაზე მუშაობენ

საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ჟურნალისტებისთვის გამოცხადებული კონკურსის „Covid 19 და ახალი გამოწვევები სოფლის მეურნეობაში“ ჟიურის წევრები საკონკურსო მასალების შერჩევაზე მუშაობენ. ჟიურის წევრებად შერჩეულნი არიან სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ადამიანები, ჟურნალისტები,  მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებით, გაგაცნობთ მათ:

დალი ფრიდონაშვილი - წლების განმავლობაში რამდენიმე სატელევიზიო და რადიო გადაცემის ავტორი, წამყვანი, პროდიუსერი. ეწევა ფერმერულ საქმიანობას.


თიკა დუღაშვილი - ჟურნალისტი, აგრო კონსულტანტი, აგრო - ტურისტული ობიექტის - ღვინის ეზო N1 - ის დამფუძნებელი.

ნათია ახალაშვილი - ჟურნალისტი, ფრილანსერი, ეწევა ფერმერულ საქმიანობას.

კონკურსში გამოვლინდება 3 გამარჯვებული. გამარჯვებულების ვინაობა დასახელდება 12 ივლისს. მათ გადაცემათ ფულადი პრიზები.

შეგახსენებთ, კონკურსის მიზანია ქართულ მედია სივრცეში სოფლის მეურნეობის თემატიკის სწორი გაშუქების ხელშეწყობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.