საერთაშორისო ვებინარი აგროჟურნალისტებისთვის

Covid 19-მა დაგვანახა, თუ რა გავლენა აქვს ზოონოზებს (ცხოველთა ინფექციური დაავადებები) კაცობრიობაზე. ადამიანის დაავადებების დაახლოებით 60 პროცენტი ზოონოზური ხასიათისაა, აქედან უმეტესობა ველური ბუნებიდან მოდის. ამიტომ ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპებიდან გამომდინარე, თუკი ვებრძვით ვეტერინარიაში ინფექციებს, ვიცავთ ადამიანთან ჯანმრთელობასაც. 

სწორედ ამ საკითხებზე სოფლის მეურნეობის ჟურნალისტთა ევროპული ქსელი ორგანიზებას უწევს ჟურნალისტურ ვებინარს ამ თემაზე პარასკევს, 4 ივნისს, 17.00 საათზე (საქართველოს დროით).

ვებინარს მოდერაციას გაუწევს ირლანდიის რადიო RTE– ს ჟურნალისტი დემიენ ო’რეილი. ვებინარი ექსკლუზიურია ENAJ- ის და მსოფლიო ორგანიზაცია IFAJ- ის გილდებისა და ასოციაციის წევრებისთვის. ხანგრძლივობა - 75 წუთი. ენა - ინგლისური.

ვებინარს ეყოლება 3 სპიკერი.

როქსან ფელერი, AnimalhealthEurope- ს გენერალური მდივანი: როგორ შეუძლია One Health- ის პრინციპების დაცვს პანდემიის თავიდან აცილება.

ჰანს ნაუვინკი, გენტის უნივერსიტეტის პროფესორი, ვეტერინარული მედიცინის ფაკულტეტის ვირუსოლოგიის ლაბორატორია: ”ცხოველებში ვირუსული დაავადებების წარმატებული კონტროლი, შესანიშნავი მაგალითები ადამიანისთვის”.

რენს ვან დობენბურგი, ევროპის ვეტერინართა ფედერაციის პრეზიდენტი: ყოველთვის იარსებებენ ზოონოზები!

ვისაც გაქვთ დრო, არ გამოტოვოთ. საჭიროა, წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ლინკზე - დააკლიკე