კონკურსი - "Covid 19 და ახალი გამოწვევები სოფლის მეურნეობაში"

საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის "Covid 19 და ახალი გამოწვევები სოფლის მეურნეობაში".

კონკურსის მიზანია ქართულ მედია სივრცეში სოფლის მეურნეობის თემატიკის სწორი გაშუქების ხელშეწყობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოქმედ ჟურნალისტს, რომელსაც საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოქვეყნებული ექნება საქართველოში რეგისტრირებულ მედია საშუალებაში 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის 15 ივნისის ჩათვლით.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული მედია მასალა შემდეგ კატეგორიებში:

- სტატია / ბლოგი (ბეჭდური ან ონლაინმედია)

- სატელევიზიო მასალა / მულტიმედია, ვიდეო მასალა (ტელევიზია/ონლაინმედია)

- რადიო მასალა (აუდიორეპორტაჟი, გადაცემა ან რუბრიკა)

საკონკურსოდ წარმოდგენილ ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალურად კონკურსისთვის დაკომპლექტებული ჟიური, რომლის შემადგენლობაც ცნობილი გახდება 2021 წლის 1 ივლისს.

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ივნისი.
პრიზი:

I ადგილი - 600 ლ.

II ადგილი - 400 ლ.

III ადგილი - 300 ლ.

ნამუშევრები გამოაგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: info@agaj.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: info@agaj.ge / 596494494 თეონა