13 და 14 ნოემბერს Agro Food Expo Georgia 2026 გაიმართება
13 და 14 ნოემბერს ექსპო ჯორჯია სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის საერთაშორისო გამოფენას, Agro Food Expo Georgia 2026-ს უმასპინძლებს. რიგით 24-ე გამოფენაში 8 ქვეყნის 100-მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება გააერთიანებს აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლებს და მათ თანამედროვე ტექნოლოგიების, წარმოების ახალი შესაძლებლობებისა და დარგის გამოწვევების განხილვის პლატფორმას შესთავაზებს. დღეს საქმიან დილაში ვისაუბრებთ, რა სიახლეები იქნება წარმოდგენილი გამოფენაზე, რა შესაძლებლობებს ქმნის ის ადგილობრივი ფერმერებისა და მწარმოებლებისთვის?
სტუმრები: ნინო გამრეკელი - გამოფენა "Agro Food Expo 2026"-ის კურატორი;
რუსუდან გიგაშვილი - "საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე;
ნიკოლოზ მესხიშვილი - ფერმერთა ასოციაციის პროფესიული განათლების და ტრენინგების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
IFAJ-ის პრეზიდენტის, სტივ ვერბლოუს მიმართვა
AGRO FOOD EXPO 2026-ის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიისას "ფერმიდან სტრიქონებამდე - როდის არის მედია ფერმერის პარტნიორი?" პანელის მონაწილეებს და დამსწრე აუდიტორიას მიმართა აგრარულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAJ) პრეზიდენტმა, სტივ ვერბლოუმ. პანელური დისკუსია საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.
Agaj-ის წარმომადგენლები AGROMEK 2022-ზე
ჩრდილოეთ ევროპის უდიდესი საერთაშორისო აგროტექნიკური გამოფენა "Agromek 2022" დანიის ქალაქ ჰერნინგში - Agaj-ის წარმომადგენლები
აგროჟურნალისტთა ასოციაცია მუშაობას ოფიციალურად იწყებს
აგროჟურნალისტთა ასოციაცია მუშაობას ოფიციალურად იწყებს. გაიგეთ, რა მიზნით ერთიანდებიან ჟურნალისტები და როგორ გეგმავენ სოფლის მეურნეობის განვითარებაში წვლილის შეტანას.
საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია სამიზნე ჯგუფებს ოფიციალურად წარედგინათ.
"საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია": "ფერმერს უნდა ელაპარაკო თავის ენაზე"
28 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: მაია მამულაშვილი და ნესტან მერმანიშვილი "საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის" (AGAJ) დამფუძნებლები.
როგორ ვითარდება საქართველოში აგრომედია
როგორ ვითარდება საქართველოში აგრომედია, სასოფლო-სამეურნეო საკითხების უკეთ გაშუქების მიზნით აგროჟურნალისტთა ასოციაცია შეიქმნა. რა მიზნები აქვს ორგანიზაციას და როგორ იგეგმება ჟურნალისტების გადამზადება. ავტორი: თამთა წერეთელი.
ასოციაცია AGAJ-ს შეხვედრა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან
ასოციაციამ 24 თებერვალს ქ. ზუგდიდში მოაწყო შეხვდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მედიის წარმომადგენლებთან, სადაც ქალბატონი რუსუდან გიგაშვილი ესაუბრა რეგიონული მედიის ჟურნალისტებს ასოციაციის მიზნებზე, სამომავლო გეგმებსა და წევრობის შესაძლებლობებზე.
"საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის" შეხვედრა აჭარის მედიასთან
აჭარაში "საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციამ" შეხვედრა გამართა. შეხვედრას ჟურნალისტები და სფეროთი დაინტერესებულ პირები ესწრებოდნენ.
"საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის" შეხვედრა ქუთაისის მედიასთან
ქუთაისში "საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციამ" შეხვედრა გამართა. შეხვედრას ჟურნალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.