გიწვევთ ახალგაზრდა ლიდერების პროგრამაზე აგრარულ ჟურნალისტიკაში
იჩქარეთ! საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია / AGAJ თავის წევრებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ აგროჟურნალისტთა მსოფლიო ფედერაციის IFAJ–Alltech-ის ახალგაზრდა ლიდერების პროგრამაზე.
პროგრამა ჩატარდება 2026 წლის სექტემბერში, ხორვატიაში.
AGAJ წარადგენს მხოლოდ 1 კანდიდატს!
დაფინანსებულია რეგისტრაცია, საცხოვრებელი და კვება; ფრენის ხარჯები არ შედის.
⏰ აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 12 აპრილი.
მონაწილის მოთხოვნები
• 35 წლამდე;
• ასოციაციის წევრი;
• ინგლისური ენის ფლობა.
მონაწილეობით დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით 568 100 190
პროგრამა მოიცავს ინტენსიურ თეორიულ და პრაქტიკურ სასწავლო სესიებს; ფერმებში ვიზიტს და IFAJ-ის კონგრესში მონაწილეობას. შერჩეული კანდიდატების მიერ მომზადებული სტატიები და სიუჟეტები განთავსდება IFAJ-ის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება საერთაშორისო მედიისთვის.
პროგრამის მიზანია ახლგაზრდა აგროჟურნალისტების მხარდაჭერა და უნარების განვითარება. ასევე, კომუნიკაციების გლობალური განვითარება.
სრული ინფორმაცია იხილეთ: www.ifaj.org