საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია Agro Food Expo 2026-ის მედიაპარტნიორი

საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია Agro Food Expo 2026-ის მედიაპარტნიორი იყო და გამოფენის შესახებ საინფორმაციო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდა.

ასოციაციამ ღონისძიებას ფართო მედია გაშუქება უზრუნველყო. გამოფენის შესახებ მომზადდა და გავრცელდა სტატიები, ვიდეომასალები, სოციალური ქსელებისთვის განკუთვნილი რილსები, სატელევიზიო და რადიოგადაცემები.

საინფორმაციო მასალები აუდიტორიას ღონისძიებამდე, ანონსების სახით, გამოფენის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ მიეწოდებოდა. გაშუქება მოიცავდა როგორც გამოფენის ძირითად მიმართულებებსა და მონაწილეებს, ისე მიმდინარე აქტივობებსა და მნიშვნელოვან მოვლენებს.

მასალები განთავსდა წამყვან და დარგობრივ მედიაპლატფორმებზე, რამაც ხელი შეუწყო Agro Food Expo 2026-ის ცნობადობის გაზრდას, გამოფენის პოპულარიზაციასა და ფართო აუდიტორიის ინფორმირებას.

საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია აგრძელებს აგრარული სექტორის, დარგობრივი ღონისძიებებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროცესების აქტიურ გაშუქებას.