პარტნიორები


„ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება“ (ბრიჯი) საქართველოში მოქმედი სწრაფად მზარდი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურად მუშაობს ქვეყანაში სიღარიბის და გაჭირვების დასაძლევად.„ბრიჯი “2015 წელს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ მხარდაჭერით დაფუძნდა და ახორციელებს პროგრამებს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების, გენდერული თანასწორობის გაძლიერების და განსაკუთრებულად სოფლად მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვის და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით, ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით.
ჩვენი მისიაა, სიღარიბის დაძლევა და ამ მიზნით მეტი ქალისა და კაცის, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მათ შორის ახალგაზრდების გაძლიერება, რათა შეძლონ ადგილობრივი პოტენციალით თავიანთი საქმიანობიდან სტაბილური შემოსავლის მიღება და ამავდროულად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად ჩართვა.

 

 

 

 

 


პროექტი MOLI კახეთში მიზნად ისახავს კახეთის რეგიონში სიღარიბის შემცირებას მეცხოველეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობით. პროექტი მუშაობს სამი მიმართულებით: ბაზრის წვდომა, წარმოება და ბიზნეს გარემო, ამასთან პროექტი იყენებს „აამუშავე ბაზრები ღარიბებისთვის“ (M4P) მიდგომას, რაც ხელს უწყობს მდგრადი ისეთი სისტემური ცვლილების დანერგვას, რომელიც საჭიროა მოწყვლად ქალ და მამაკაც ფერმერთა ყოფის გასაუმჯობესებლად და შემოსავლების გასაზრდელად.

 

 

 

 

 

 

"სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი (REAP)  უნიკალური პროგრამაა, რომელიც  მთლიანად ეფუძნება საბაზრო მოთხოვნებს. ჩვენ ვთავაზობთ გრანტებს უჩვეულოდ მკაცრი პირობებით. ამის მიუხედავად, მოთხოვნა კვლავ მაღალია. ჩვენი მიზანი მარტივია:  ახალი წარმატებული სოფლის მეურნეობის საწარმოების გასხნა და არსებული საწარმოების გაძლიერება. ჩვენი ძირითადი ამოცანაა აგრობიზნესში დასაქმებული იმ მეწარმეების გამოვლენა, რომელთაც უკვე აქვთ კარგი ბიზნეს-იდეები, სურთ ინვესტიციების განხორციელება და რომლებისთვისაც ჩვენი მცირე გრანტი კარგ სტიმულს წარმოადგენს ამ ინვესტიციის განსახორციელებლად"- ლუის ფაორო, პროექტის ხელმძღვანელი.