AGAJ -ის წარმომადგენლები ესტონეთში, Maaleht -ის რედაქციას ესტუმრნენ

„საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის“ – Agaj- ის წარმომადგენლები ესტონეთში, ტალინში სოფლის მეურნეობის თემაზე მომუშავე ყოველკვირეული გაზეთის Maaleht -ის რედაქციას ესტუმრნენ.

გაზეთი არის 60 გვერდიანი, ჰყავს 40 000 სტაბილური ხელმომწერი, აქვს ორი ონლაინპროდუქტი: ერთი- გაზეთის ელექტრონული ვერსია და მეორე -განახლებადი და ოპერატიული ვებგვერდი. ელექტრონულად თითო სტატიის წაკითხვა 0.90 ცენტი ღირს, თუმცა ბეჭდური ვერსიის მუდმივი ხელმომწერებისთვის ის უფასოა.

Agaj- ის წევრები გაეცნენ Maaleht -ის მუშაობის სპეციფიკას, შეხვედრაზე მოხდა გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე საუბარი.