აგროჟურნალისტების პრესტური შვეიცარიაში

2018 წლის 27 - 30 სექტემბერს, "შვეიცარიის აგროჟურნალისტთა გილდის" და "აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის" მოწვევით, "საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის" წარმომადგენლები, რუსუდან გიგაშვილი, ნინო გვიანიშვილი და ნესტან მერმანიშვილი შვეიცარიაში, პრესტურში იმყოფებოდნენ.


ტურის მიზანი, ქვეყანაში, სურსათის უვნებლობის დაცვისადმი მომხმარებელთა დამოკიდებულებებისა და წარმოებასთან დაკავშირებული ინიციატივების გაცნობა იყო. რეფერენდუმისთვის მზადდება ახალი ინიციატივა, რომელიც საქონლის კეთილდღეობის სისტემის შემუშავებას ითვალისწინებს, რომელიც ასევე სურსათის ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირდება. 


აღნიშნული ტურის ფარგლებში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 40 ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა, რძის მწარმოებელი და გადამამუშავებელი საწარმოები, ფერმები და ყველის სარეალიზაციოდ გამზადებული საცავები მოინახულა.
ამასთან ერთად, წელიწადში ერთხელ, ალპური ზონიდან, საქონლის ბარში გადმორეკვის ცერემონიალი იმართება, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა დიდი მოლოდინით და დღესასწაულით ეგებება. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ქუჩები ხალხით ივსება და მთელი დღის მანძილზე, ცეკვითა და სიმღერით აღნიშნავს.


ტურის დასკვნით ნაწილში კი, გამომსვლელებმა ინფორმაციის დამუშავებისა და გავრცელების პროცესში აგრომედიის როლსა და გამოწვევებზე გააკეთეს პრეზენტაციები.