საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი გახდა

"საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია" 2017 წლის ნოემბერში დაფუძნდა. ასოციაციის იდეა, გასული წელს, "აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის" მიერ ორგანიზებულ, აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ყოველწლიურ კონგრესზე მონაწილეობის შედეგად გაჩნდა, სადაც მონაწილეობა, რეგიონული მედია საშუალება "კახეთის ხმის" ხელმძღვანელმა და პროექტის მედია კოორდინატორმა, პროექტის MOLI კახეთში მხარდაჭერით მიიღეს.

ასოციაციის მიზანი, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის გაშუქებით დაინტერესებული და მომუშავე ჟურნალისტების და აგრო კომუნიკატორების უნარების ამაღლებას ისახავს, რაც ამასთან ერთად ფერმერთა სტაბილურ ინფორმირებას ემსახურება.

„საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია“ საერთაშორისო ფედერაციის წევრად, ფედერაციის დელეგატთა ასამბლეაზე, წევრთა მიერ ფარული კენჭისყრის პრინციპის მიხედვით გამოცხადდა. ასოციაციას, ფედერაციის დანარჩენ წევრ 49 ქვეყანასთან ერთად, შესაძლებლობას აძლევს, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არაერთი აქტივობა განახორციელოს, რაც დაინტერესებულ მხარეებს შორის სხვადასხვა საკითხის ირგვლივ ცოდნის მობილიზებასა და ინფორმაციის ეფექტურ გაზიარებას უწყობს ხელს.