საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართება

2018 წლის 28 მაისს, ორშაბათს, 13.00 საათზე, სასტუმროში "ჰოლიდეი ინი", საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის AGAJ წარდგენის ღონისძიება გაიმართება.

პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან ასოციაციის წევრი ჟურნალისტები, საერთაშორისო დონორი და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კომერციული და საჯარო სექტორების, სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტთა წრეებისა და დარგობრივი მედიის წარმომადგენლები.

საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის (AGAJ) მიზანია, საქართველოში აგროჟურნალისტიკის დარგის განვითარების ხელშეწყობა სფეროს მთავარ მოთამაშეებთან ერთად, მედიის მდგრადობისა და ჟურნალისტთა პროფესიული ზრდის მხარდაჭერით.

მოწვეულ სტუმრებს ასოციაციის მიზნებზე, სამომავლო გეგმებსა და წევრობის შესაძლებლობებზე შეეძლებათ ინფორმაციის მიღება. ასოციაციის კარი ღიაა აგროსფეროს გაშუქებით დაინტერესებული ჟურნალისტებისა და აგროკომუნიკატორებისათვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია პროფესიული ზრდა. ასოციაციის წარდგენაში მონაწილეობას მხარდამჭერებიც მიიღებენ, რომელთაც ორგანიზაციის განვითარებაში სურთ წვლილის შეტანა.


საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია (AGAJ) არის ჟურნალისტთა პროფესიული გაერთიანება, რომელთა წევრები ქმნიან და ავრცელებენ სასოფლო-სამეურნეო სფეროსა და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ასოციაციის მიზანია აგროჟურნალისტიკის დარგის განვითარების მხარდაჭერა მედიის მდგრადობისა და ჟურნალისტთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობით, რომელიც საბოლოო ჯამში, ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სექტორის მოთამაშეთა უკეთ ინფორმირებასა და განათლებას უკავშირდება. AGAJ დაარსდა 2017 წელს.
ასოციაციის პარტნიორია აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია (IFAJ).


ასოციაციის მხარდამჭერია პროექტი MOLI კახეთში, რომელიც HEKS/EPER ის სამხრეთ კავკასიის ოფისის მიერ, შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება“
.


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდით:
info@agaj.ge / agrojournalists@gmail.com
www.agaj.ge