აგროჟურნალისტთა ასოციაციაციის შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებთან

საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციის გამგეობის წევრმა რუსუდან გიგაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრის მიზანი საქართველოში აგროჟურნალისტიკის განვითარება, მედიის მდგრადობისა და პროფესიული ზრდის ხელშეწყობაა. მან ასევე, ასოციაციის მიზნებზე, სასმომავლო გეგმებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა.

"მნიშვნელოვანია სოფლად მცხოვრებ ფერმერს ჰქონდეს მისთვის აუცილებელი და კვალიფიციური მასალა. ამ მიმართულებით ჩვენი ასოციაცია ჟურნალისტებისთვის ტრენინგების, ვორქშოფების და გაცვლითი პროგრამების ჩატარებას გეგმავს. შეიქმნა ვებგვერდი, სადაც აგრო მიმართულებით დაინტერესებულ პირთათვის საინტერესო მასალები დაიდება", - აღნიშნა გიგაშვილმა.

ღონისძიება ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში არსებულ აგრო სახლში ჩატარდა.

საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია (AGAJ) არის ჟურნალისტთა პროფესიული გაერთიანება, რომლის წევრებიც ქმნიან და ავრცელებენ სასოფლო-სამეურნეო სფეროსა და მასთან დაკაშირებულ ინფორმაციას. ასოციაცია 2017 წელს დაარსდა.

 

 

 

წყარო: www.radioatinati.ge