"საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მედიასაშუალებებთან შეხვედრას გამართვს

საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია AGAJ აგრძელებს რეგიონულ შეხვედრებს ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებსა და აგრო სფეროს კომუნიკატორებთან, რომლის მიზანია აგროჟურნალისტიკის დარგის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში, მედიის მდგარდობისა და ჟურნალისტთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა სფეროს მთავარ მოთამაშეებთან ერთად მათი აქტიური ჩართულობითა და კომუნიკაციით;


სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მედიასაშუალებებთან შეხვედრა გაიმართება 24 თებერვალს, 11.00 საათზე „აგროსახლში“ (მის: ზუგდიდი, მურმან დემურიას #1, ფაიფურის დასახლება), სადაც რეგიონული მედიის ჟურნალისტებს ასოციაციის მიზნებს, სამომავლო გეგმებსა და წევრობის შესაძლებლობებზე შეეძლებათ ინფორმაციის მიღება. 

ასოციაციის კარი ღიაა აგროსფეროს გაშუქებით დაინტერესებული ჟურნალისტებისათვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია პროფესიული ზრდა. რეგიონულ შეხვედრებში მონაწილეობას ასოციაციის მხარდამჭერებიც მიიღებენ, რომელთაც ორგანიზაციის განვითარებაში  სურთ წვლილის შეტანა.


რეგიონული შეხვედრები საქართველოს 8 რეგიონში მიმდინარეობს, რის შემდეგაც ასოციაციის პრეზენტაცია დედაქალაქში შედგება.